გავიარე ინტელის ცხრა დ₾იანი ტრენინგი ამ ტრენინგზე ვისწავლე პროექტის შექმნა. ვისწავლეთ პროექტის პორტფოლიოს შექმნა და მისი მიბმა ბლოგზე სადაც შევინახეთ ჩვენი პროექტის გეგმა განვიხილეთ და გავიგეთ თუ რას წარმოადგენს ჩეკლისტი ვისწავლეთ ₾რუბლებში მუშაობა რაც განსაკუთრებით მომეწონა ჩემთვის ეს ტრენინგი ბევრის მომცემი იყო ვფიქრობ სასწავლო პროცესის წარმართვისას შესწავლილი მასალა ძალიან გამომადგება დაუფრო საინტერესო იქნება მოსწავლეებისათვის. ჩემთვის ადვილი და გასაგები იყო ქალბატონ ხათუნას მიერ ჩატარებული ტრენინგი რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მას.
Saturday, April 16, 2016
Sunday, April 10, 2016
მე-8 დღე
გავწერეთ აქტივობები სხვადასხვა შესაძლებლობის მოსწავლეებისათვის დავასრულეთ გეგმაზე მუშაობა შევაფასეთ ყველა პუნქტი, პორტფოლიოს საქაღალდე გადავიტანეთ ღრუბლებში.
Sunday, April 3, 2016
6 დღე
ტრენინგის მეექვსე დღეს განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისთვის პრეზენტაციის ჩეკლისტი შემდეგ მის მიხედვით შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი პრეზენტაციის სახით და ავტვირთეთ ღრუბლებში.
5 დღე
ტრენინგის მეხუთე დღეს განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები ასევე შეფასების 5 სტრატეგია ვიხილეთ თვითოეული სტრატეგიაშიშესული შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები, განვიხილეთ თვითოეული სტრატეგიისგამოყენების მიზნობრიობა, შევავსეთ შეფასების გეგმა. შევქმენით პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა.
Sunday, March 27, 2016
მეოთხე დღე
ტრენინგის მეოთხე დღეს ვნახეთ ბლუმის ტაქსონომიის სიტყვები გადავხედეთ ზმნებს და დოკუმენტი შევინახეთ კურსის რესურსებში. გავეცანით მიმართულების მიმცემი კითხვების პრეზენტაციას, ვისაუბრეთ ზოგად, თემატურ, შინაარსობრივ კითხვებზე. მოვიშველიეთ მიმართულების მიმცემი რჩევების დოკუმენტს მოვიფიქრეთ კითხვები ჩვენი პროექტისათვის და დავწერეთ ელექტრონულ ღრუბლებში გავუზიარეთ ტრენერს და ერთმანეთს, განვიხილეთ ჯგუფში.
Saturday, March 26, 2016
3 დღე
ტრენინგის მესამე დღეს ჩვენ მოვიძიეთ ჩვენი პროექტისათვის სტანდარტები და ინდიკატორები. გადმვოვიტანეთ ჩვენი გეგმის შაბლონში ინდიკატორებიდან გამომდინარე გავწერე სასწავლო პროექტის მიზნები, რომლებიც განვიხილეთ ჯგუფში და შევიტანეთ გეგმაში. ტრენინგის მესამე დღე ჩემთვის ნაყოფიერია.
Sunday, March 20, 2016
მეორე დღე
ტრენინგის მეორე დღის დასაწყისში გავიხსენეთ წინადღის განვლილი მასალა ვისწავლეთ პროექტის დაგეგმარების ეტაპების შერჩევა შევქმენი ჩემი პროექტის პორთფოლიო. შევინახე პროექტის გეგმის შაბლონი და 21 საუკუნის უნარ ჩვევები. პროექტის მახასიათებელი ჩეკლისტის მაგალითზე განვიხილეთ თუ რას წარმოადგენს ჩეკლისტი და როგორ უნდა გამოვიყენოთ შეფასებისას. ტრენინგის მეორე დღე ჩემთვის ნაყოფიერი იყო.
Saturday, March 19, 2016
1 დღე
დავესწარი ინტელის ძირითადი კურსის ტრენინგის პირველ დღეს გავეცანი ამ კურსის სახემძღვანელოს პირველი საკითხი სასწავლო პროექტის შაბლონი მისი დახმარებით უკეთ შევძლებ დავეხმარო მოსწავლეებს, გავეცანი როგორ განვუვითარო მოსწავლეებს მაღალი დონის სააზროვნო უნარები დავათვალიერეთ ორი მზა პროექტი შევქმენი ახალი ბლოგი. ვთვლი ტრენინგის პირველი დღე ჩემთვის ნაყოფიერი იყო.
Subscribe to:
Posts (Atom)